ბრიტანეთის პარლამენტის წევრი, რომელიც ეკლესიაში, მშობლიური ოლქის ამომრჩეველს ხვდებოდა, დღეს დანის რამდენიმეჯერ ჩარტყმით გამოასალმეს სიცოცხლეს. დავიდ ამესი 69 წლის კანონმდებელი იყო. იგი პარლამენტში კონსერვატიულ პარტიას წარმოადგენდა სამხრეთ დასავლეთ ესექსიდან.
ქვეყნის პრემიერმა ბორის ჯონსონმა უკვე გააკეთა განცხადება და აღნიშნა, რომ შოკირებული და დამწუხრებულია სერ დევიდ ამესის, მისი სიტყვებით, პოლიტიკაში ერთერთი ყველაზე კეთილი, და სათნო ადამიანის მკვლელობით.
პოლიციის განცხადებით, თავდასხმაში ეჭვმიტანილი 25 წლის მამაკაცი დაკავებულია.
ამესი პარლამენტის წევრი 1983 წლიდან იყო. მას მეუღლე და 5 შვილი დარჩა.
Facebook Forum