ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სასტიკი მკვლელობა - დედამ 5 შვილი მოკლა, შემდეგ კი თვითმკვლელობა სცადა


სასტიკი მკვლელობა გერმანიაში: პოლიციელებმა ქალაქ სოლინგენში, საცხოვრებელ სახლში 5 ბავშვის ცხედარი იპოვეს. თავდაპირველად ინფორმაცია მკვლელობის შესახებ გამოცემა "ბილდმა" პოლიციაზე დაყრდნობით გაავრცელა.

როგორც ცნობილი ხდება, შვილები დედამ მოკლა, პოლიცია კი ბებიამ გამოიძახა. ამ დროისთვის გავრცელებული ინფორმაციით, 27 წლის ქალმა 5 შვილი - 1, 2 ,3, 6 და 8 წლის ბავშვები - საკუთარი ხელით მოკლა. ბებია ამბობს, რომ მკვლელობა მისმა ქალიშვილმა ჩაიდინა.

გამოძახებაზე მისულ პოლიციელებს მკვლელობაში ბრალდებული 27 წლის ქალი სახლში არ დახვდათ, მოგვიანებით გაირკვა, რომ მკვლელობის შემდეგ ქალმა თვითმკვლელობა სცადა. ის მატარებელს ჩაუხტა, თუმცა ცოცხალი გადარჩა. მკვლელობაში ბრალდებული მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ბავშვების ცხედრები პროზექტურაშია გადასვენებული.

ამ დროისთვის დამატებითი დეტალები ცნობილი არ არის.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG