ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ოფიციალური ბაღდადის ცნობით, ერაყის არმიამ ქალაქ მოსულის დანგრეული ისტორიული მეჩეთი დაიკავა, საიდანაც სამი წლის წინ ეგრეთ წოდებული "ისლამური სახელმწიფოს" ლიდერებმა სახალიფოს დაარსება გამოაცხადეს.

ტერორისტებმა ალ-ნურის 850-წლოვანი მეჩეთი და მისი 45-მეტრიანი გადახრილი მინარეთი ერთი კვირის წინ ააფეთქეს და მოუშუშებელი იარა დაუტოვეს ისტორიულ ქალაქს, რომელიც რვათვიანი ბრძოლების შედეგად თითქმის დანგრეულია.

ერაყის არმია აშშ-ისა და კოალიციის საჰაერო და სახმელეთო მხარდაჭერით ცდილობს, მოსულის დასავლეთი რაიონები ისლამისტი მებრძოლებისაგან საბოლოოდ გაწმინდოს და კონტროლი აღადგინოს ქალაქზე, სადაც 2014 წლის ზაფხულის შემდეგ ტერორისტები ბატონობდნენ.

"ისლამურმა სახელმწიფომ" სხვა ერაყული ქალაქებიდანაც უკან დაიხია. ის ჯერ კიდევ აკონტროლებს ტერიტორიებს სირიაში, თუმცა მის წინააღმდეგ გაერთიანებული სხვადასხვა დაჯგუფებები ტერორისტების დე-ფაქტო დედაქალაქის, რაქის ასაღებად ემზადებიან.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG