ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გამოკითხვამ ამერიკელების "ყველაზე საყვარელი" ადამიანები გამოავლინა


შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა და პრეზიდენტობის დემოკრატი კანდიდატი ჰილარი კლინტონი ამერიკელების “ყველაზე საყვარელი” კაცების და ქალების ჩამონათვალში ლიდერობენ. გამოკვლევას ცნობილი კვლევითი ორგანიზაცია Gallup ატარებს.

ობამა “ყველაზე საყვარელ” ადამიანად ამერიკელთა 17-მა პროცენტმა დაასახელა, იმავე კვლევაში 13 პროცენტი მიიღო ჰილარი კლინტონმა.

მსგავსი გამოკითხვის ლიდერი კლინტონი 20-ჯერ იყო, წელს ის სიის პირველი ნომერი ზედიზედ მეთოთხმეტედ გახდა, ობამა კი გამოკითხულებმა ყველაზე საყვარელ ადამიანად მერვედ დაასახელეს.

ობამას სიაში რომის პაპი და პრეზიდენტობის რესპუბლიკელი მსურველი კანდიდატი დონალდ ტრამპი მოსდევენ, ორივე 5-5 პროცენტით. ტრამპი გამოკითხულთა ათეულში 1988, 1990 და 2011 წლებშიც მოხვდა.

Gallup ტრამპის მაჩვენებელს “გასაკვირვად ძლიერს” უწოდებს, მკვლევარების აზრით ახალ ამბებში ტრამპის აქტიური გაშუქების შედეგად ბევრ ამერიკელს ყველაზე ხშირად სწორედ ტრამპი ახსენდებოდა.

წელს ქალების ჩამონათვალში კლინტონის შემდეგ პაკისტანელი აქტივისტი მალალა იუსუფზაი და ტელე-წამყვანი ოპრა ვინფრი არიან.

Gallup-ის მიხედვით “ამერიკელები, როგორც წესი, ყველაზე საყვარელ ადამიანად, ხშირად მოქმედ პრეზიდენტს ირჩევენ”. კიდევ ერთი პრეზიდენტი, რომელმაც ობამას მსგავსი აღიარება პრეზიდენტობის დროს ყოველ წელს მოიპოვა პრეზიდენტი ეიზენჰაუერი იყო. ის ამერიკელებმა “საყვარელ ადამიანად” რვავე საპრეზიდენტო წელს და ასევე პრეზიდენტობამდე და პრეზიდენტობის შემდეგაც აირჩიეს. ის ერთადერთი მამაკაცია, რომელიც სიის სათავეში სულ 12-ჯერ მოექცა.

რეკორდულია ჰილარი კლინტონის მაჩვენებელიც. ის ამ სიის სათავეში ყველაზე ბევრჯერ-ოცჯერ მოექცა. მეორე ქალი, რომელიც ამერიკელებმა ცამეტჯერ აღიარეს, ელეონორ რუზველტი იყო.

XS
SM
MD
LG