ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პოლიტკოვსკაიას მკვლელები გაასამართლეს


ვინ შეუკვეთა 2006 წლის 7 ოქტომბერს ჟურნალისტის მკვლელობა?

ცნობილი რუსი ჟურნალისტის, ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობისთვის, ხუთ ადამიანს ხანგრძლივი ვადით პატიმრობა მიუსაჯეს, მაგრამ ხელისუფლება აცხადებს, რომ ჯერ კიდევ ვერ დაადგინა, თუ ვინ შეუკვეთა 2006 წელს, პუტინის დაბადების დღეს, 7 ოქტომბერს, მომხდარი მკვლელობა.

რუსტამ მაჰმუდოვს, რომელმაც მოსკოვის საცხოვრებელი სახლის ლიფტთან პოლიტკოვსკაიას ესროლა და მის ბიძას, ლომ ალი გაიტუკაევს, რომელსაც მსჯავრი მკვლელობის ორგანიზებისთვის დასდეს, სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. კიდევ სამ პიროვნებას 12-დან 20 წლამდე ვადით პატიმრობა შეეფარდა.

„ნოვაია გაზეტას“ წარმომადგენელმა, „როიტერის“ სააგენტოსთან საუბარში, ამ განაჩენს „პირველი ნაბიჯი“ უწოდა და აღნიშნა, რომ საბოლოო ნაბიჯი ამ მკვლელობის შემკვეთის ვინაობის დადგენა იქნება.
XS
SM
MD
LG