ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოსკოვში "ვიკილიკსის" სკანდალს აფასებენ


მოსკოვში "ვიკილიკსის" სკანდალს აფასებენ
მოსკოვში "ვიკილიკსის" სკანდალს აფასებენ

მსოფლიო მედიაში ავღანეთის ომის საიდუმლო დოკუმენტაციის გაჟონვამ მოსკოვში დიდი რეზონანსი გამოიწვია.

მსოფლიო მედიაში ავღანეთის ომის საიდუმლო დოკუმენტაციის გაჟონვამ მოსკოვში დიდი რეზონანსი გამოიწვია.

რუსი ანალიტიკოსების აზრით, ცხრაწლიანი სპეცოპერაციის მიუხედავად, ამერიკამ ავღანეთში უფრო ნაკლებ წარმატებას მიაღწია, ვიდრე საბჭოთა კავშირმა.

ნატოში რუსეთის მუდმივი წარმომადგენელი, დიმიტრი როგოზინი ვაშინგტონის მიერ წარმოებულ საომარ მოქმედებებს აკრიტიკებს.

“მე არ შემიძლია ამას სპეცოპერაცია ვუწოდო, ეს უფრო დანაშაულია. ჩვენ ვიცით, რომ ამერიკის მიერ წარმოებული საომარი მოქმედებების შედეგად ავღანეთსა და ერაყში მშვიდობიანი მოსახლეობა იღუპება. ეს ინციდენტი ნატოს პროპაგანდისტებს ბევრ უსიამოვნებას მოუტანს“.

რუსი სამხედრო ექსპერტი ალექსანდრე ხრამჩიხინი თვლის, რომ საიდუმლო საბუთებთან დაკავშირებული სკანდალი ბარაკ ობამას მიერ მოწყობილი ფიარ-აქციაა.

“ამ ფორმით ვაშინგტონი ცდილობს პაკისტანს მიანიშნოს, რომ მან თალიბების მხარდაჭერა შეწყვიტოს. ვფიქრობ, ინფორმაციის გაჟონვა თეთრი სახლის ინტერესებში შედის“.

დუმის უშიშროების კომიტეტის წევრს, სერგეი აბელცევს გაჟონილი ინფორმაციის მართებულობაში ეჭვი არ ეპარება. მისი აზრით ამერიკა პირნათლად ასრულებს თავის მოვალეობას.

“თუ ამერიკა ავღანეთიდან წავა, რუსეთი დიდი პრობლემების წინაშე აღმოჩნდება. საიდუმლო არ არის, რომ ავღანური ნარკოტრაფიკი რეალურ საფრთხეს უქმნის ჩვენს ქვეყანას.“

მოსკოვი საკმაოდ აქტიურად ადევნებს თვალს ვაშინგტონის მოქმედებებს კონფლიქტურ რეგიონში. მიუხედავად იმისა, რომ რუსი ჯარისკაცები არ იღებენ საომარ ოპერაციებში მონაწილეობას, კრემლისთვის შეერთებული შტატები მთავარ მოკავშირედ რჩება.

XS
SM
MD
LG