ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ზურაბ წერეთლის წინააღმდეგ აგორებული სკანდალი


ზურაბ წერეთლის წინააღმდეგ აგორებული სკანდალი
ზურაბ წერეთლის წინააღმდეგ აგორებული სკანდალი

საზოგადოებრივმა მოძრაობამ “არხნადზორმა“ მოსკოვის მერიას ზურაბ წერეთელის მიერ ჩამოსხმული პეტრე პირველის ქანდაკების დემონტაჟი მოსთხოვა. ლუჟკოვის გადაყენების შემდეგ სიტუაცია უფრო დაიძაბა. დროებითი მერი ვლადიმერ იასინი თვლის, რომ წერეთლის ქანდაკების ადგილი მოსკოვში არ არის.

დღესდღეობით გაურკვეველია, თუ რა ბედი ელის სკანდალურ ქანდაკებას. წერეთელი კი თვლის, რომ სკულპტურის ირგვლივ ატეხილი ხმაური ყურადღების გადასატანადაა გამოწვეული.

“ იცით, ეს ყველაფერი სპეციალურად არის გაკეთებული. მე რომ ქართველი ვარ, გადმოიტანეს ჩემზე და პეტრე პირველის ძეგლზე აქცენტი. ეს ჩემთვის კარგი რეკლამაა. ეს არასერიოზულია. აქცენტი არის სპეციალურად გაკეთებული და ვინც ას გააკეთა, ახლა ცდილობს რომ გამოასწოროს სიტუაცია, ეს პოლიტიკური სვლაა, მათ ჩემზე გადმოიტანეს აქცენტი“

საზოგადოებრივი მოძრაობა “არხნადზორის“ ხელმძღვანელს კონსტანტინე მიხაილოვს წერეთლის მიმართ ბევრი პრეტენზია აქვს.

“ვთვლი, რომ წერეთლის შემოქმედება უგემოვნო და პომპეზურია. მან დაამახინჭა ჩვენი ქალაქი. მოსკოვის ცენტრი წერეთლის უაზრო ქანდაკებებითაა მორთული. ნუთუ სხვა ხელოვანი ვერ მონახა მერიამ, რომ მას მიანდეს მოსკოვის გაფორმება? პეტრე პირველის ქანდაკება სამარცხვინოა! ვთვლი, რომ ახალმა მერმა უნდა ეს უაზრობა სასწრეფოდ მოაშოროს“

რომან დობროხოტოვი პოლიტიკური მოძრაობა “სოლიდარნოსტის“ აქტივისტია. მას არაერთი აქცია მოუწყვია წერეთლის ქანდაკების დემონტაჟის მოთხოვნით.

“ იცით, წერეთელმა უკანონოდ შეიძინა მოსკოვის ცენტრში ისტორიული შენობა და არასანქციონირებულ რემონტს აკეთებს. თქვენ იცით, რომ ეს შენობა მიეკუთვნება მოსკოვის ისტორიულ მემკვიდრეობას? მას ამ შენობის რეკონსტრუქციის არანაირი უფლება არა აქვს . ლუჟკოვი და წერეთელი ცნობილი ტანდემია, მათ მოსკოვი გაანადგურეს და დაამახინჯეს. აუცილებლად უნდა ჩაერთოს პროკურატურა ამ ამბავში, ვინაიდან ისტორიული შენობის ექსპლუატაცია უკანონოა“

თავად წერეთელი ირონიის თვალით უყურებს მის წინააღმდეგ აგორებულ პიარ კამპანიას. მან ბი-ბი-სი-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ აპირებს ლუჟკოვს ძეგლი დაუდგას. მანამდე წერეთელი აცხადებდა, რომ მისთვის სულ ერთია სად გადაიტანენ პეტრე პირველის ქანდაკებას.

“ეს ძეგლი ჩემი საკუთრება არ არის. მე მხოლოდ ჩამოვასხი. სკულპტურა ქალაქს ეკუთვნის. რაც შეეხება ზოგიერთი ადამიანის ინიციატივას, გადაიტანონ სადაც მოესურვებათ! უნდათ საკუთარ აგარაკზე დაიდგან“

უკვე მეორე კვირაა რაც არ ცხრება საზოგადო რეზონანსი სამხატვრო აკადემიის პრეზიდენტის მიმართ. რამდენად სერიოზულია ზურაბ წერეთლის წინააღმდეგ აგორებული სკანდალი და მოხდება თუ არა სკულპტურის დემონტაჟი მომოვალი გვიჩვენებს.

XS
SM
MD
LG