ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოსკოვში აქციის მონაწილეები დააკავეს


რუსეთის პოლიციამ, მოსკოვში აქციაზე ათობით დემონსტრანტი დააკავა, მათ შორის რამდენიმე ოპოზიციონერი პოლიტიკოსი. დემონსტრანტები 8 სექტემბერს დაგეგმილ დუმის არჩევნებში ოპოზიციის კანდიდატების ბიულეტენებზე დატანას მოითხოვნდნენ.

სადამკვირვებლო ორგანიზაციის „ო-ვი-დი- ინფოს“ ინფორმაციით, დაახლოებით 1000 კაციანი, მშვიდობიანი მარშის დასრულებისას, აქციაზე 38 ადამიანი დააკავეს. დაკავებულებს შორის ბევრი რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მოკავშირე და მხარდამჭერია. აქციის მონაწილებმა, მოსკოვის მერიის ოფისისკენ და საარჩევნო კომისიის მიმართულებით გამართეს მსვლელობა.

პოლიცია აქციის მონაწილეებს უცხადებდა, რომ მათი შეკრება არაკანონიერი იყო.

ოპოზიციის მხარდამჭერები ამბობენ, რომ საარჩევნო კომისია კანდიდატებს პეტიციებზე ხელმოწერების გაყალბებაში ედავება, რომელიც მათ არჩევნებში კანდიდატად რეგისტრაციისთვის სჭირდებად. ილია იაშინმა, პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის კრიტიკოსმა და ნავალნის მხარდამჭერმა, განაცხადა, რომ საარჩევნო კომისიის ბრალდებები „სრული სიყალბეა“.

საპარლამენტო და ადგილობრივი არჩევნები 8 სექტემბერსაა დაგეგმილი. კანდიდატებს ბიულეტენზე მოსახვედრად 4500 ხელმოწერა ჭირდებათ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG