ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოსკოვს დოსტოევსკის სახელობის მეტროს ახალი გაჩერება დაემატა


მოსკოვს დოსტოევსკის სახელობის მეტროს ახალი გაჩერება დაემატა

მოსკოვის მეტროპოლიტენის სისტემა ძალზედ გადატვირთული და შეიძლება ითქვას ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში. მაგრამ არც ისე დიდი ხნის წინ დამატებული დოსტოევსკის სახელობის გაჩერება კრიტიკის საგანი გახდა, მას მეტსახელად „თვითმკვლელობის სადგურსაც“ უწოდებენ.

ქალაქ მოსკოვის მიწისქვეშ კიდევ ერთი დაქსაქსული ქალაქია, ყოველდღიურად მილიონობით ადამინი გადაადგილდება მეტროს საშუალებით. ზოგი ჩქარობს, სამსახურში აგვიანდება, ზოგს სძინავს, ზოგიც წიგნს კითხულობს ან მუსიკას უსმენს. ყველაფერი ჩვეულებრივია ერთის გარდა-ახალი გაჩერება „დოსტოევსკი“ . ის ახლახანს გახსნეს და იქ მოხვედრილი მგზავრი გაოგნებული ადგილზეც კი შეშდება. მათ ყურადღებას კედლებზე არსებული შავ-თეთრი მოზაიკა იპყრობს. ერთ-ერთ მათგანზე დოსტოევსკის რომანის „ეშმაკეულნი“-ს გმირია გამოსახული, რომელსაც საფეთქელთან იარაღი აქვს მიტანილი. სადგურმა უმალვე დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია საზოგადოებაში და მისი გახსნის ცერემონიის ერთი თვით დაგვიანებაც სწორედ კედელზე არსებული მოზაიკის გამოსახულებას უკავშირდება.

მოსკოვის საერთშორისო უნივერსიტეტის რუსული ლიტერატურის პროფესორის ვლადიმირ სუპკინის განცხადებით, მსგავსი გამოსახულება მეტროს სადგურზე მიუღებელია:

როდესაც პირვალდ მოვხვდი ამ გაჩერებაზე არ მესიამოვნა. ის ძალზედ ჩაბნელებულია ამასთან მოზაიკა კი არ აწყნარებს მგზავრს, არამედ უარყოფით ემოციას იწვევს.“

ზოგიერთი ფსიქიატრი იმასაც აცხადებს, რომ მსგავსი დამთრგუნველი მოზაიკა შეიძლება ფსიქიკურად არამდგრად პირს თვითმკვლელობისკენაც უბიძგოს. თუმცა ამ აზრს ეწინააღმდეგება მოსკოვის ერთ-ერთი კერძო კლინიკის ექიმი იულია სიკლინსკაია, მისი განცხადებით, ყოველდღიურობაში მოზაიკას შეიძლება არც კი ჰქონდეს მსგავსი ნეგატიური გავლენა. ადამინი დღის განმავლობაში მრავალ საშინელ კადრს უყურებს, თუნდაც ახალ ამბებში, მაგრამ ეს არ ხდება სუიციდური განწყობის ჩამოყალიბების მიზეზი.

რაც შეეხება თავად მგზავრებს, ბევრი უარყოფითადაა განწყოვილი ახალი სადგურის მიმართ, ზოგსაც კი მოსწონს. ზოგიც უბრალოდ მოხარულია, რომ მრავალწლიანი მშენებლობა საბოლოოდ დასრულდა და სადგურის გახსნამ რაიონში მცხოვრებ ადამიანებს ცხოვრება გაუადვილა.

XS
SM
MD
LG