ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოსკოვში დიდი ოცეულის ფინანსური ლიდერების შეხვედრა


შეხვედრაზე იმ კომპანიების გადასახადების დარეგულირების გეგმა განიხილეს, რომლებიც ფირმებს სხვა ქვეყნებში არეგისტრირებენ

დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და გერმანია გადამწყვეტ ნაბიჯს დგამენ, რათა დიდ ბიზნესებს ადეკვატური გადასახადების გადახდა აიძულონ. მოსკოვში გამართულ დიდი ოცეულის ფინანსური ლიდერების შეხვედრაზე იმ კომპანიების გადასახადების დარეგულირების გეგმა განიხილეს, რომლებიც ფირმებს სხვა ქვეყნებში არეგისტრირებენ, რათა გადასახადები მინიმუმზე დაიყვანონ.

გეგმის შესახებ ფინანსთა მინისტრებმა ეუთოს კვლევის გაცნობის შემდეგ გამოაცხადეს, რომელმაც დიდი კომპანიების გადასახადები შეისწავლა. როგორც გაირკვა, მათი უმეტესობა ისეთ ქვეყნებშია დარეგისტრირებული, სადაც გადასახადები მინიმალურია. დიდი ბრიტანეთის ფინანსთა მინისტრმა ჯორჯ ოსბორნმა განაცხადა, რომ საგადასახადო კანონმდებლობა მოძველებულია, დაახლოებით 100 წლის წინ არის შექმნილი და მისი მოდიფიცირება და თანამედროვე რეალობაზე მორგება კრიტიკულ აუცილებლობას წარმოადგენს.
XS
SM
MD
LG