ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველოში ქალები უფრო დიდხანს ცხოვრობენ, ვიდრე მამაკაცები, მოსახლეობის 52 პროცენტი კი ქალია


საქართველოში 3 716.9 (მლნ) ადამიანი ცხოვრობს, ახალი მონაცემები მოსახლეობის რიცხოვნობის შესახებ სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა.

საქართველოში ყველაზე მეტი ადამიანი თბილისში, შემდეგ იმერეთში და ქვემო ქართლში ცხოვრობს. ყველაზე ცოტა ადამიანი კი რაჭა- ლეჩხუმში.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით ირკვევა, რომ საქართველოში ასაკობრივი კატეგორიების დაყოფით, ყველაზე მეტი მამაკაცი 4 წლამდე ასაკის კატეგორიაშია, ყველაზე ცოტა კი 85 წლის და მეტი ასაკის კატეგორიაში გვხვდება. ამავე კატეგორიაში უფრო მეტი ქალია ვიდრე მამაკაცი. ყველაზე მეტი ქალი კი საქართველოში 55-59 ასაკობრივ ჯგუფშია.

სულ საქართველოში მამრობითი სქესის ადამიანთა რაოდენობამ 1 790.3 (მლნ) შეადგინა, რაც გასული წლის მონაცემის თითქმის იდენტურია. ხოლო ქალების რაოდენობა ქვეყანაში 0.3 პროცენტით შემცირდა.

საქართველოში სულ 1 926.6 (მლნ) ქალი ცხოვრობს. ამ მონაცემიდან კი ირკვევა, რომ საქართველოს მოსახლეობის სრული რაოდენობის 53% ქალი, ხოლო 48% მამაკაცია.

საქსტატის მონაცემებით ასევე ირკვევა, რომ საქართველოში ყოველ 100 ქალზე 92.9 მამაკაცი მოდის.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით ირკვევა, რომ ქვეყენაში შრომისუნარიან ასაკში იმყოფება მოსახლეობის 64.5%, ხოლო 14 წლამდე ასაკის ადამიანთა რაოდენობა მოსახლეობის 20.4 პროცენტია.

მონაცემებით შეიძლება ითქვას, ისიც რომ საქართველოში ქალები უფრო მეტხანს ცხოვრობენ ვიდრე მამაკაცები. 2019 წლის მონაცემების მიხედვით, საქართველოში სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგძლივობა ასე გამოიყურება:

სტატისტიკის თანახმად, 6.2 პროცენტით გაიზარდა იმ ადამიანთა რაოდენობა, რომლებმაც საქართველო დატოვეს და საცხოვრებლად სხვა ქვეყანაში გადავიდნენ. 2019 წელს ასეთი 105 107 ადამიანია. რაც შეეხება იმიგრანტებს, ეს მონაცემი 9.9 პროცენტით გაიზარდა და ჯამში 96 864 ადამიანი შეადგინა.

საქართველოს დატოვების გადაწყვეტილებას ყველაზე ხშირად 15-64 წლის ადამიანები იღებენ.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG