ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-მექსიკის საზღვარზე ნარკოდანაშაულისთვის მეტ ამერიკელს აკავებენ


ახალი კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან, ამერიკა-მექსიკის საზღვარზე, აშშ-ის ტერიტორიაზე არალეგალური ნარკოტიკის შეტანის ბრალდებით დაკავებული ამერიკის მოქალაქეების რაოდენობა გაიზარდა. ეს იმ ფონზე, როცა პანდემიის გამო, საზღვარზე გადაადგილება შეზღუდულია.

ერთ წელზე მეტია, სამხრეთ საზღვარზე გადაადგილება მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემტხვევაშია დაშვებული. ამან სახმელეთო საზღვარზე უცხო ქვეყნის მოქალაქეების გადადგილება მკვეთრად შეამცირა. ეს შეზღუდვები მინიმუმ 21 ივნისამდე გაგრძელდება, თუმცა მექსიკის ხელისუფლება, აშშ-ის მოქალაქეებს საზღვრის ფეხით ან ტრანსპორტით გადაკვეთის ნებას რთავს.

სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები და ნარკოტრაფიკის ექსპერტები აცხადებენ, რომ საზღვრის ჩაკეტვის პირობები განაპირობებს ამერიკის ნარკოტრაფიკში ჩართული ამერიკის მოქალაქეების რაოდენობს ზრდას. ამასთან, მექსიკელ ნარკომოვაჭრეებს, ამ სამუშაოსთვის დიდი ხანია ჯგუფები ამერიკის მოქალაქეებით ჰყავთ დაკომპლექტებული.

აშშ-ის საბაჟო-საზღვრის დაცვის სამსახურების მონაცემები აჩვენებს, რომ 2020 წლის ოქტომბრიდან 31 მარტამდე პერიოდში, საზღვარზე წინანდელთან შედარებით, ამერიკის შვიდჯერ მეტი მოქალაქეა დაკავებული. 2018 და 2019 ფისკალურ წლებში, ამ ბრალდებით დაახლოებით ორჯერ მეტ ამერიკის მოქალაქეს აკავებდნენ, ვიდრე მექსიკის მოქალაქეს.

„საზღვრის კვეთა, მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაშია შესაძლებელი და ამის გათვალისწინებით, მუშაობის სტილი კრიმინალურმა ორგანიზაციებმაც შეცვალეს“ - ნათქვამია სააგენტოს ბოლო განცხადებაში. სააგენტოს ინფორმაციით, სწორედ იმ ჯგუფებს შორის გაიზარდა დაკავებულთა რიცხვი, რომლებსაც საზღვრის კვეთა შეუძლია - ესენია ამერიკის მოქალაქეები და კომერციული მიზნით მოძრავი სატვირთოები.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG