ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯანმომ მეორე ჩინური ვაქცინაც დაამტკიცა


ბრაზილიის აეროპორტში "სინოვაკის" წარმოებულ ვაქცინებს ტვირთავენ
ბრაზილიის აეროპორტში "სინოვაკის" წარმოებულ ვაქცინებს ტვირთავენ

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საგანგებო გამოყენებისთვის ჩინეთში წარმოებული რიგით მეორე ვაქცინა დაამტკიცა. ესაა კერძო კომპანია "სინოვაკ ბიოტექის" კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა, რომელიც სამშაბათიდან 18 წლის ზევით ადამიანებისთვისაა ავტორიზებული.

პირველი ჩინური ვაქცინა სახელმწიფო კომპანია "სინოფარმის" მიერ იყო წარმოებული, რომლის გამოყენების ავტორიზაციაც გაეროს ჯანდაცვის სააგენტომ 7 მაისს გასცა. ჯანმოს მიერ ასევე დამტკიცებულია ბრიტანული "ასტრაზენეკას", ამერიკული "მოდერნას", ასევე ამერიკული "ჯონსონი და ჯონსონის" და ორი კომპანიის - ამერიკული "ფაიზერის" და გერმანული "ბიონტექის" - მიერ ერთობლივად წარმოებული ვაქცინები.

საგანგებო გამოყენების ავტორიზაცია "სინოვაკის" დამატების საშუალებას იძლევა "კოვაქსის" პლატფორმაში. „კოვაქსი“ ეს არის გლობალური ინიციატივა, რომელიც მთელს მსოფლიოში ვაქცინების სამართლიან და თანასწორ გადანაწილებას ისახავს მიზნად და ბევრი განვითარებადი ქვეყნისთვის პანდემიასთან ბრძოლის ერთ-ერთი მთავარი დასაყრდენია.

"სინოვაკის" მიერ ჯანმოსთვის გადაცემული მონაცემები აჩვენებს, რომ ვაქცინის ორი დოზა სიმპტომების განვითარებას ექსპერიმენტში მონაწილეთა ნახევარზე ოდნავ მეტში ახერხებს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ამბობს, რომ შეუძლებელია ამ ვაქცინის ეფექტურობის დადასტურება 60 წლის ზევით ადამიანებში, რადგან მათი რაოდენობა კლინიკურ კვლევაში ძალზე მცირეა.


Facebook Forum

XS
SM
MD
LG