ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მორიგი დაპატიმრებები ირანში


პოლიტიკური აქტივისტებისა და ადამიანის უფლებათა დამცველების შევიწროვება ირანში ჩვეულ მოვლენად რჩება.

ადამიანის უფლებათა დამცველები შეშფოთებას გამოხატავენ ირანში ადამინთა უფლებების დამცველი იურისტის მოჰამედ მოსტაფაეის მეუღლისა და ცოლის ძმის დაკავებასთან დაკავშირებით. სწორედ ბატონი მუსტაფაეი იყო აზერბაიჯანული წარმოშობის მქონე ირანელი ქალის საკინე მოჰამად აშტიანის ადვოკატი. 43 წლის ორი შვილის დედას ქმრის ღალატში ედება ბრალი, რის გამოც მას სიკვდილით დასჯა ემუქრება ქვებით ჩაქოლვის გზით. საერთშორისო პროტესტის გამო, ირანის ხელისუფლებამ მისი სიკვდილით დასჯა დროებით გადაავადა.

ბატონი მოსტაფაეის ოჯახის წევრები მას შემდეგ დააპატიმრეს, რაც სასამართლომ მისი დაპატიმრების სანქცია გასცა, მაგრამ სამართალდამცველებმა თავად ბატონი მოსტაფაეი ვერ იპოვეს. ირანში ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო კამპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ჰადი გაემიმ, მუსტაფაეის ოჯახის წევრების დაკავაბას „მძევლების აყვანის აქტი“ უწოდა.

ირანის მთავრობის მიერ ჟურნალისტების წინააღმდეგ მიმართულ ბრძოლას ახალი მსხვერპლი დაემატა. ჟურნალისტების დაცვის კომიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ფოტოგრაფი ჰამედ საბერი თეირანის ქუჩებში მიმდინარე საპროტესტო დემონსტრაციის ფოტოების ვებ-გვერდზე გამოქვეყნების შედეგად ივნისში დააპატიმრეს. ასევე ივნისში დააკავეს აბდოლრეზა ტაჯიკი, რომელიც რეფორმისტული გაზეთის ჟურნალისტი და ადამიანთა უფლებების დამცველთა ცენტრის წევრი იყო, რომელსაც სათავეში ნობელის პრემიის ლაურიატი შირინ ებადი უდგას. ბატონი ტაჯიკის ოჯახმა ირანის სასამართლოს წერილი გაუგზავნა, სადაც შეშფოთება გამოხატა ციხეში მის მიმართ არაჰუმანური მოპყრობის გამო.

ჟურნალისტების დაცვის კომიტეტი ასევე შეშფოთებას გამოთქვამს მუჰამად სეიკ კაბუდვანდის მდგომარეობის გამო, რომელიც ქურთისტანის ადამიანის უფლებების დაცვის ორგანიზაციის თავმჯდომარე და ყოველკვირეული ჟურნალი პაიამენ მარდომის რედაქტორია. ის 2007 წელს ეროვნული უშიშროების საფრთხეში ჩაგდების ბრალდებით დააპატიმრეს. მისი ადვოკატის განცხადებით, ბატონ კაბუდვანდის ციხეში სამი ინფარქტი დაემართა და გასაგებად საუბართან ერთად, ხედვის უნარიც უკიდურესად დაუქვეითდა. საერთაშორისო ორგანიზაციებმა ჟურნალისტები საზღვრებს გარეშე და ამნესტი ინტერნეშენალმა ცოტა ხნის წინ ირანის მთავრობას პოლიტიკური პატიმრებისთვის არა ადეკვატური სამედიცინო დახმარების მიწოდებაში დასდეს ბრალი.

ირანის საპრეზიდენტო არჩევნების ერთი წლისთავზე ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა ირანის მთავრობას მოუწოდა გაეთავისუფლებინა ყველა პოლიტიკური პატიმარი. მან ორი დაკავებული სტუდენტი ბაჰაერ ჰედაიატი და მილად ასადი სახელებით ახსენა. მათ ცხრანახევარი და შვიდნახევარი წელით აქვთ აღკვეთილი თავისუფლება.

შეერთებული შტატები აგრძელებს ირანის ისლამური რესპუბლიკის ლიდერებისთვის იმის შეხსენებას, რომ მათ საკუთარი მოქალაქეების უფლებები და ღირსება უნდა დაიცვან. ვიდრე ამ მიმართულებით მდგომარეობა არ შეიცვლება, ქალბატონი კლინტონის თქმით, ამერიკა გააგრძელებს მათ მხარდასაჭერად განცხადებების გაკეთებას, ვინც საკუთრი უნივერსალური უფლებების გამოყენებისთვის იღწვის.

XS
SM
MD
LG