ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკელ ბავშვთა 88% ყოველთვიურ დახმარებას მიიღებს

15 ივლისიდან, 39 მილიონი ამერიკული ოჯახი სახელმწიფოსგან ყოველთვიურ დახმარებას მიიღებს. ამის შესახებ ხაზინის დეპარტამენტმა განაცხადა.

ოჯახებისთვის ყოველთვიური ფულად დახმარება, პრეზიდენტ ბაიდენის $1.9 ტრილიონი ღირებულების, პანდემიის შემამსუბუქებელი პაკეტის ნაწილია. სწორედ ამ პაკეტის დახმარებით, ბავშვებისთვის განკუთვნილი დახმარება ერთი წლით გახანგრძლივდა და ყოველთვიურ ხასიათს მიიღებს. შედეგად, ამერიკელი ბავშვების თითქმის 88% სახელმწიფოსგან განსაზღვრული რაოდენობის თანხას მიიღებს.

„ეს ამერიკელი მშრომელი ოჯახებისადმი მძლავრი გზავნილია, - დამხარება აქ არის!“ - განაცხადა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა.

დახმარების პაკეტის მიხედვით, კვალიფიციური ოჯახები, 6 წლამდე ასაკის თითოეულ ბავშვზე თვეში $300 დახმარებას მიიღებენ. 6 დან 17 წლამდე მოზარდების შემთხვევაში, ყოველთვიური დახმარება $250 იქნება.

ახალი ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული ცვლილებებით, წყვილები რომელთა წლიური შემოსავალი $150 000-ზე ნაკლებია, პირდაპირი ჩარიცხვის წესით დახმარებას ყოველი თვის 15 რიცხვში მიიღებენ. 6 წლამდე ასაკის ბავშვების შემთხვევაში, დახმარება წელიწადში $3 600-ს მიაღწევს, 6-დან 17 წლის ასაკამდე მოზარდების შემთხვევაში, ეს თანხა $3000-ია.

ექსპერტების ნაწილს მიაჩნია, რომ პრეზიდენტ ბაიდენის ამ ნაბიჯმა, ბავშვთა სიღარიბე შესაძლოა საგრძნობლად შეამციროს. ეს დახმარება სახელმწიფოს წელიწადში დაახლოებით 100 მილიარდი დოლარი დაუჯდება.

This item is part of
XS
SM
MD
LG