ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

11 სექტემბერს დაღუპულთა მემორიალი


11 სექტემბერს დაღუპულთა მემორიალი

მათ ვისაც 2001 წლის 11 სექტემბრის ნიუ-იორკის შემდგომი დღეები ახსოვს, დაღუპული ახლობლების მემორიალი თვალწინ წარმოუდგება.

შვეიცარიაში დაბადებულმა ხელოვანმა თომას ჰირშრონმა, საკუთარი შემოქმედებით ნიუ-იორკის არქიტექტურის გაცოცხლება შეძლო.

ლონგ-აილენდის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში გამოფენა სახელწოდებით „11 სექტემბერი“ გაიხსნა, სადაც წარმოდგენილი ნამუშევრების უმეტესობა ტერორისტულ თავდასხმამდეა შექმნილი.

კანადელმა ხელოვანმა ჟანეტ კარდიფმა, კი 40 ორატორის საშუალებით, შუა საუკუნეების ინგლისის საეკლესიო მუსიკა გააცოცხლა.

2001 წლის 11 სექტემბრის ტრაგედიას პირდაპირ ასახავს ამერიკელი მხატვრის ელსვორთ კელის მიერ გამოფენაზე წარმოდგენილი ნიმუშები.

„ძალიან მაინტერესებდა თუ როგორ დაგვანახვებდა კელი თავის შემოქმედებაში ასახულ იმ ძალადობასა და სისატიკეს, რომელიც ტერორისტულ თავდასხმას მოჰყვა. სწორედ ამის შემდეგ დავიწყე ფიქრი, თუ როგორ შეეძლო გამოფენას ძველი თემის ახლებურად წარმოჩენა მნახველის ინტერპრეტაციის შენარჩუნებით,-“ ამბობს გამოფენის კურატორი პიტერ ელეი.

ამ გადასახედიდან, გამოფენა ერთგვარად წარსულისა და აწმყოს ზოგად სინთეზსს აკეთებს. დარბაზში საგაზეთო სურათები ასევე გამოფენის მნიშვნელოვან დეტალს წარმოაჩენს. სურათებს, შემოსასვლელში, კედლის მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. გამოფენის კურატორის - პიტერ ელეის თქმით:

„ეს დანიელი მხატვრის - ვილემ დე რუჟის ნამუშევრებია. ეს სახეების არქივია, რომლებიც 2000-2002 წელს დაბეჭდილი საგაზეთო სტატიებიდანაა ამოჭრილი.“

საგამოფენო დარბაზის ცენტრალური ნაწილი მთლიანად ნიუ-ორკელი მოქანდაკის ჯორჯ სეგალის ნამუშევრებს აქვს დათმობილი. სეგალი 11 სექტემბრის ტერაქტამდე ერთი წლით ადრე გარდაიცვალა.

მის მიერ შექმნილ ნაცრისფერ ფხვნილზე მდგომი თავდახრილი ქალის ქანდაკება მთლიანად ფარავს იატაკს.

„ეს ფაქტობრივად, სამგზავრო თვითმრინავისგან შექმნილი ფხვნილია, რისთვისაც ბრიტანელმა მხატვარმა როჯერ ჰორნსმა საწარმოში რკინ და ალუმინი წვრილად დააფქვევინა,-“ განმარტავს გამოფენის კურატორი.

დამთვალირებელების დიდი რაოდენობის გამო, გამოფენა 2012 წლის 9 იანვრამდე გასტანს.

XS
SM
MD
LG