ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სანდუ: კრემლი მოლდოვის ხელისუფლების "დამხობას" გეგმავს


მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ ამბობს, რომ კრემლი ცდილობს მოლდოვის მთავრობა დივერსანტების დახმარებით "დაამხოს", რათა შეაჩეროს ევროკავშირში მოლდოვის გაწევრიანება და გამოიყენოს ის უკრაინის წინააღმდეგ ომში.

განცხადება სანდუმ მას შემდეგ გააკეთა, რაც უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ თქვა, რომ გამოვლენილია რუსეთის დაზვერვის გეგმა „მოლდოვის განადგურებისთვის“. ზელენსკის ამ განცხადების შემდეგ, გასული კვირის ბოლოს, მოლდოვის მთავრობა გადადგა.

მთავრობის გადადგომას კიშინიოვში ეკონომიკურ პრობლემებს და რუსეთის მიერ მეზობელ უკრაინაში დაწყებული ომის გამოძახილს მიაწერენ.

არსებული ინფორმაციით, რუსული გეგმა მიზნად ისახავს მოლდოვაში პროტესტის გაღვივებას და ამ გზით „ლეგიტიმურად არჩეული მთავრობის, რუსეთის მიერ კონტროლირებადი მთავრობით“ ჩანაცვლებას.

„კრემლის მცდელობა ძალადობით შეცვალოს მთავრობა მოლდოვაში არ გამოვა. ჩვენი მთავარი მიზანია მოქალაქეებისა და სახელმწიფოს უსაფრთხოება, მშვიდობა და საზოგადოებრივი წესრიგი“ - ამბობს მაია სანდუ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG