ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რომნი კამპანიას აგრძელებს


მიტ რომნის მკაცრად აკრიტიკებენ თავისი თანაგუნდელები

დღეს რესპუბლიკური პარტის საპრეზიდენტო კანდიდატი, მიტ რომნი კოლორადოს შტატის ქალაქ პუებლოში გამოვა სიტყვით, შემდეგ კი ავტობუსით სამდღიან მოგზაურობაში წავა ოჰაიოში და მოგვიანებით ვირჯინიას ეწვევა.

ამ შტატებში წარმატებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება 6 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებისთვის. მიტ რომნის მკაცრად აკრიტიკებენ თავისი თანაგუნდელები, რადგან ამომრჩეველთა გულის მოგების ნაცვლად ის მეტ დროს ფულის შეგროვებას უთმობს.

უკანასკნელი დღეების განმავლობაში მიტ რომნის პოპულარობა მკვეთრად დაეცა მისი წინასაარჩევნო კამპანიის დროს დაშვებული უხეში შეცდომების გამო.
XS
SM
MD
LG