ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ორი თვე მიწის ქვეშ


ორი თვე მიწის ქვეშ
ორი თვე მიწის ქვეშ

მიწის ქვეშ 2 თვეზე მეტის გატარების შემდეგ, ჩილელი მაღაროელები ოქროსა და სპილებძის მაღაროდან ერთმანეთის მიყოლებით ამოიყვანეს. გადარჩენილები ოჯახის წევრებს, მაშველებსა და მთავრობის წევრებს გადაეხვივნენ. ყველაზე უხუცესმა მაღაროელმა მიწიდან ამოყვანის შემდეგ მუხლმოდრეკილმა ლოცვაც კი დაიწყო.

თითოეული კაცის სან ხოსეს მაღაროდან ამოყვანა მეტალის კაფსულის, ეგრეთ წოდებული ფენიქსის მეშვეობით მოხერხდა. ჩილელმა ინჟინრებმა ამერიკის აერონავტიკისა და კოსმოსის სააგენტოს თანამშრომლებთან ერთად კაფსულის 3 ვარიანტი შექმნეს.

ნასას გუნდმა ჩილეში ადგილობრივი სპეციალისტებისთვის გამოცდილების გასაზიარებლად იმოგზაურა.

ნასას უსაფრთხოების ინჟინერი ქლინტ ქრაბი, ამბობს, რომ ინჟინრების ჯგუფი, ჩილელების დასახმარებლად მან შეადგინა.

“ მე 20-მდე ინჟინერი შევკრიბე, უფრო მეტად ნასას ტექნიკური პერსონალი, ინჟინრები უშიშროების ცენტრიდან. მოგზაურობიდან 3 დღეში 75-მდე რეკომენდაცია შევიმუშავეთ და ჩილეს 10 სექტემბერს გადავუგზავნეთ.”

ფენიქსი ლიფტის მსგავსად მუშაობს, მაშველები ოპერაციის განხორციელებამდე მას 2 დღის მანძილზე ცდიდნენ, რომ კარგად შეემოწმებინათ თუ როგორ მუშაობდა ის კლდეებში.

ქრეგის თქმით, მისი გუნდი მაშველებს რჩევებს აძლევდა, თუ როგორ ემოქმედათ სარისკო ზონაში.

ნასას ინჟინრები სერიოზულობით უდგებიან კოსმოსური მოგზაურობის წინ არსებულ გამოწვევებს, როგორებიც მაგალითად წონაში დაკლება და სუნთქვის დროს ჟანგბადის ნაკლებობაა. კომუნიკაცია კოსმონავტებსა და მისიის მარეგულირებელ სამსახურს შორის დედამიწაზე ასევე მნიშვნელოვანია.

ქრეგი ამბობს, რომ სწორედ ამ გამოცდილებაზე დაყრდნობით უწევდა რჩევებს მისი გუნდი ჩილელებს.

“მეორე ის იყო, რომ ჩვენ კაფსულაში მოვათავსეთ რაცია და კომუნიკაციის სხვა საშუალებები, იმ შემთხვევაში თუ მათ მიწიდან ზედაპირზე ამოსვლისას, რაიმე პრობლემა შეექმნებოდათ.”

ფენიქსიდან გადმოსულ მაღაროელებს, ათობით მაღაროს სპეციალისტი და ექიმი ელოდა. მათი თქმით, 10-მდე ადამიანს ჯანმრთელობის პრობლემები შეენიშნება და დახმარება ჭირდებათ.

სწორედ ქრეგის რჩევა იყო ის, რომ აღჭურვილოვა კაფსულაში მარტივი უნდა ყოფილიყო.

“დღის დასასრულს, როდესაც მიწის ქვეშ მხოლოდ ერთი მაღაროელი დარჩებოდა, მისთვის კაფსულაში ჩაჯდომა ადვილი უდნა ყოფილიყო.”

ჩილეში ატაკამას უდაბნოს მაღაროდან ამოყვანილი ადამიანები, გმირებად გადაიქცნენ, კიდევ ერთი უსიტყვო გმირი, მეტალის კაფსულა ფენიქსია, რომლის დახმარებითაც მაღაროელებმა დღის სინათლე დაინახეს.

XS
SM
MD
LG