ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის აღმოსავლეთ ნაწილში მკაცრი ზამთარი დადგა


"ამერიკის ხმის" ჟურნალისტის, საბა გუჯაბიძის ფოტო

დიდთოვლობისა და გზების მოყინვის გამო, მილიონობით ამერიკელი გარე სამყაროს მოწყდა. 130,000-მდე აბობენტი კი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

ამინდის ეროვნულ სერვისში“აცხადებენ, რომ შტორმი უხვი თოვლის, გამყინავი წვიმისა და ხშირი ქარების კომბინაცია იქნება. ასეთი ამინდი ამერიკის სამხრეთ-აღმოსავლეთსა და შუა ატლანტიკის რეგიონებშია. სინოპტიკოსები ელოდებიან, რომ უახლოეს მომავალში ის ჩრდილოეთისკენ, კანადის სამხრეთით გადაინაცვლებს.

თუმცა მანამდე, დიდი ტბებისა და ოჰაიოს ტერიტორიაზე 30 სანტიმეტრამდე თოვლს ელოდებიან. ამერიკული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 80,000-მდე ადამიანი სხვადასხვა გზით იგრძნობს ამ უამინდობის გავლენას.

ფლორიდაში შტორმმა გრიგალი გამოიწვია, რამაც თავის მხრივ სანაპიროები დატბორა. თუმცა, ქვეყნის დანარჩენ ნაწილში, ძირითადად ძლიერ ქარსა და სიცივეს უფრთხიან.

ამინდის მკვეთრი გაუარესების გამო, დაზარლდნენ აეროპორტებიც, ქვეყანაში 3,000-მდე ფრენა გადაიდო. ყველაზე მეტად, ჩრდილოეთ კაროლაინაში მდებარე შარლოტ დაგლასის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი დაზარალდა, რის გამოც ფრენების 95% გადაიდო, ან გაუქმდა.

XS
SM
MD
LG