ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

$125 მილიონი კიევთან მდებარე ენერგოსტრუქტურების გამართული მუშაობისთვის


ენტონი ბლინკენი, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ იმუშავებს ამერიკის კონგრესთან, რათა უკრაინის დასახმარებლად დამატებით $125 მილიონი გამოიყოს. დახმარება მიზნობრივია და ის რუსეთის მხრიდან უკრაინაში დაბომბვების შედეგად დაზიანებული ენერგეტიკული ობიექტების და ელექტროგადამცემი ხაზების გამართული მუშაობისთვისაა განკუთვნილი. ბლინკენის განცხადება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა თავის ვებგვერდზე ოთხშაბათს, 18 იანვარს გამოაქვეყნა.

რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული არაპროვოცირებული, სრულმასშტაბიანი ომის განმავლობაში, მოსკოვი "სისტემატურად მიზანში იღებდა ენერგიის წყაროებს, რათა მილიონობით ადამიანი დენის, წყლის, ან გათბობის გარეშე დაეტოვებინა. ამით მოსკოვს სურდა ზამთრის ცივ თვეებში უკრაინის სიმტკიცე და შეუპოვრობა გამოეცადა. თუმცა, ამ შეტევებმა უკრაინელები გამარჯვებისადმი კიდევ უფრო მიზანდასახული გახადა" - ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

უფრო კონკრეტულად, აღნიშნული დამატებითი სუბსიდირება მოხმარდება სათანადო მოწყობილობების შეძენას, რათა კიევის შემოგარენში გათბობის, წყლის და გაყვანილობების გამართული მუშაობა იყოს უზრუნველყოფილი. ეს თანხა ემატება ამერიკის მიერ უკრაინისთვის უკვე გამოყოფილ მრავალმილიარდიან დახმარებას, რომელიც ქვეყნის თავდაცვისთვისაა განკუთვნილი, რუსეთის მიერ უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებულ ტერიტორიაზე დაწყებულ სასტიკ და უკანონო ბრძოლაში.

შეძლებს თუ არა უკრაინა ყირიმის დაბრუნებას?
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:04:28 0:00

Facebook Forum

XS
SM
MD
LG