ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის შეერთებული შტატები ჩინეთს აფრთხილებს და "ჭორების" გავრცელებისგან თავშეკავებას ურჩევს


ამერიკის შეერთებული შტატები ჩინეთს დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს. ცოტა ხნის წინ, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა განცხადება გაავრცელა სადაც ნათქვამია, რომ ოფიციალური პეკინი მოცემულ ვითარებაში "ჭორებს" არ უნდა ავრცელებდეს.

განცხადებაში ასევე წერია, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი უკვე ესაუბრა ჩინეთის კომუნისტური პარტიის საგარეო სამსახურის ხელმძღვანელს და მოუწოდა, რომ შეწყვიტონ მიმდინარე დეზინფორმაცია.

"სახელმწიფო მდივანმა გამოხატა შეშფოთება და პროტესტი, ჩინეთის ქმედებების მიმართ, რომ კორონავირუსზე ბრალი ამერიკის შეერთებულ შტატებს დაედოს. მაიკ პომპეომ საუბრის დროს მოუწოდა ჩინეთს, რომ თავი შეიკავონ დეზინფორმაციისგან და ასევე აღნიშნა, რომ ახლა არ არის დრო საგარეო ჭორების გავრცელებისთვის," - წერია განცხადებაში, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა.

შეგახსენებთ, რომ ოფიციალური პეკინი უკვე რამდენიმე დღის განმავლობაში აკეთებს განცხადებებს იმის შესახებ, რომ შესაძლოა ახალი კორონავირუსი ჩინეთში ამერიკელმა სამხედროებმა გაავრცელეს.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG