ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მაიკ პენსი: ჩვენო მოკავშირეებო, თავისუფლების სახელით, ჩვენ თქვენს გვერდით ვართ


ვიცე-პრეზიდენტი პენსი ესტონეთის პრემიერ იური რატასს ხვდება

კვირას აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი ესტონეთში ჩავიდა. ტალინის ძველ უბანში მან დაუგეგმავი ინტერვიუ მისცა ტელეკომპანია "ფოქსს" და ჟურნალისტების კითხვებსაც უპასუხა.

შეკითხვაზე, თუ რის მიღწევას შეეცდება ვიცე-პრეზიდენტი უცხოეთში ვიზიტისას, პენსმა მიუგო: "პრეზიდენტმა ტრამპმა გამომგზავნა, რათა მეთქვა, რომ "ამერიკა უპირველეს ყოვლისა" არ ნიშნავს აშშ-ის მარტო ყოფნას. ჩვენი გზავნილი ესტონეთის, მონტენეგროსა და საქართველოს მიმართ იქნება შემდეგი: ჩვენო აღმოსავლეთევროპელო მოკავშირეებო, თავისუფლების სახელით, ჩვენ თქვენს გვერდით ვართ. ჩემთვის პატივია თქვენთან სტუმრობა."

ვიცე-პრეზიდენტს ჰკითხეს, მოაწერს თუ არა ხელს პრეზიდენტი ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ მიართული სანქციების კანონპროექტს. ჟურნალისტები დაინტერესდნენ, თუ როგორ დაეხმარება ახალი სანქციები აშშ-ის სამ მოკავშირეს რუსეთის აგრესიასთან გამკლავებაში. მაიკ პენსმა პრეზიდენტის სიტყვები მოიშველია და განაცხადა, რომ რუსეთი აგრძელებს უკრაინის დესტაბილიზაციასა და მოძალადე რეჟიმების თანადგომას, რაც მიუღებელია. პენსის თქმით, სანქციების კანონპროექტის ხელმოწერის შემდეგ, ტრამპის ადმინისტრაცია ელის, რომ რუსეთის ქმედებები შეიცვლება. ადმინისტრაცია იმედოვნებს, რომ რუსეთი უკრაინასთან ურთიერთობებს უკეთესობისკენ შეცვლის. ეს კი რეგიონში მშვიდობასა და სტაბილობას დაეხმარება."

Facebook Forum

XS
SM
MD
LG