წარსულში ცნობილი ფეხბურთელის, ამჟამად კი "უეფას" პრეზიდენტის მიშელ პლატინის სარჩელი საარბიტრაჟო სასამართლომ არ დააკმაყოფილა. შვეიცარიის ქალაქ ლოზანაში გაკეთებული განცხადების მიხედვით, ძალაში რჩება "ფიფას" მიერ პლატინის საქმიანობის სამი თვის ვადით შეჩერების გადაწყვეტილება, რაც კორუფციულ სკანდალს უკავშირდება.
შესაბამისად, მიშელ პლატინი ვერ დაესწრება ხვალ პარიზში დაგეგმილი ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის კენჭისყრას, რომელსაც "უეფა" ატარებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ პლატინის საქმიანობის 90-დღიანი შეჩერება მისთვის “აღუდგენელი დანაკლისი” არ იქნება.