ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

4 წელი მაიქლ ჯექსონის გარდაცვალების შემდეგ


მაიქლ ჯექსონის სახელი დღესაც მრავალმინლიონიან ბიზნესს წარმოადგენს


გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:07:53 0:00
ბმული


2009 წლის 25 ივნისს პოპის მეფე მაიქლ ჯექსონი გულის უკმარისობით გარდაიცვალა. ექსპერტიზამ 4 წლის წინ დაადგინა , რომ სიკვდილის მიზეზი ექიმის მიერ გამოწერილი წამლების კომბინაციის შედეგი იყო. მოგვინაებით ძიებამ მისი მვკლელობის ფაქტი დაადგინა, რამაც მილიონობით თაყვანისმცემელი გააოგნა.
4 წლის წინ, გარდაცვალებამდე მაიქლ ჯექსონის ვალი დაახლოებით 500 მილიონ დოლარს შეადგენდა და ლონდონის შოუ „THIS IS IT” ფინანსური სირთულეებიდან გამოსვლის კარგი საშუალება უნა გამდარიყო. შოუსთვის მაიქლ ჯექსონი ინტენსიურ რეპეტიციებს გადიოდა.ლონდონში გაფრენამდე სამი დღით ადრე ექიმმა კონრად მურეიმ მას საძილე საშულებები გამოუწერა, რაც გახდა მისი გარდაცვალების მიზეზი.
შოუ ჩავარდა, თუმცა აღმასრულებელმა პროდიუსერებმა პოპ ვარსკვლავის სიკვდილის შემდეგ მაინც მოახერხეს მომგებიანი შოუს გაკეთება, რომელმაც მაიქლ ჯექსონის ვალები დაფარა. ხოლო რაც შეეხება უძრავ ქონებას, რომელიც გაკოტრების წინაშე იდგა, იმავე პროდიუსრების ძალისხმევის შემდეგ 600 მილიონ დოლარად შეფასდა და მისი ღირებულება კვლავ იზრდება.
ყველაფერი რაც მაიქლ ჯექსონის სახელთანაა დაკავშირებული დიდი ტირაჟით იყიდება, ეს ფულის მომტანი მანქანა მუშაობს მიუხედავად იმ ყველა სკანდალისა, რომელიც ჯექსონის ცხოვრებას ახლდა თან.
პოპის მეფის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ცნობილი „მზის ცირკი“ სპეციალურ შოუს აწყობს ლოს ანჯელესში, რომელსაც შოუ ბიზნესის ვარსკვლევები დაესწრებიან. შოუ სახწლწოდებით „მაიქლ ჯექსონი- უკვდავი მსოფლიო ტური“ „მზის ცირკის“ მეორე შოუა, რომელიც ჯექსონს მიეძღვნა. პირველმა შოუმ უკვე მოიარა ამერიკის 50 შტატი და ევროპა. ახალი შოუ კი ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში იქნება წარდგენილი, შემდეგ კი ტური აზიაში გაგრძელდება.
სალაროში შოუდან ამ დროისათვის რეკორდული 500 მილიონი დოლარის მოგება შევიდა. თანხა შედის ასევე შოუზე გაყიდული დისკებით და პოპის მეფის სახელთან დაკავშირებული სხვადასხვა სუვენირებით.
ექსპერტები თვლიან, რომ შოუ კიდევ ორი წელი იმოგზაურებს მსოფლიოს ირგვლივ, სანამ საბოლოო 10 წლიანი კონტრაქტით ლას ვეგასში არ დაიდებს ბინას.
მაიქლ ჯექსონის ცხოვრების უამრავი სირთულისა და სკანდალის მიუხედავად, მისი სახელი კვლავ ცოცხლობს და ამასთან მრავალმინლიონიან ბიზნესს წარმოადგენს, გარდაცვალებიდან 4 წლის თავზე და მის შემდეგაც ექსპერტების აზრით წარმატებას არაფერი ემუქრება.
XS
SM
MD
LG