ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მექსიკის პრეზიდენტმა ბაიდენს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა


მექსიკის პრეზიდენტმა ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორმა, შეერთებული შტატების არჩეულ პრეზიდენტ ჯო ბაიდენს არჩევნებში გამარჯვება მას შემდეგ მიულოცა, რაც ორშაბათს, შტატების წარმომადგენელმა ამომრჩევლებმა ბაიდენის არჩევა ოფიციალურად დაადასტურეს.
სამშაბათს, მეხიკოში გამართულ ყოველდღიურ პრეს-კონფერენციაზე, ობრადორმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ საარჩევნო კოლეგიის მიერ ხმის მიცემამდე, ბაიდენისთვის მილოცვის წერილის გაგზავნისგან თავს შეგნებულად იკავებდა. მექსიკის ლიდერმა ხმამაღლა წაიკითხა წერილი, რომელშიც ის შეერთებულ შტატებთან და ბაიდენის ადმინისტრაციასთან “თანამშრომლობაზე, მეგობრობაზე და ჩვენი სუვერენიტეტის პატივისცემაზე დაფუძნებულ” კარგი ორმხრივი ურთიერთობისკენ მოუწოდებს.



როგორც ჩანდა, ეს კომენტარი მექსიკის საშინაო საქმეებში შეერთებული შტატების ჩარევას ეხებოდა. მექსიკის მთავრობას, ქვეყნის ნარკოტიკებთან დაკავშირებულ კორუფციის პრობლემაში, შეერთებული შტატების ჩარევის აღქმაზე, მწვავე რეაქცია ჰქონდა.
წერილში შექებულია ბაიდენის პრო-იმიგრაციული პოზიცია და ობრადორი ამბობს, რომ იმედი აქვს ასეთი მიდგომა ორ ქვეყანას საშუალებას მისცემს “გააგრძელონ იმ გეგმით მუშაობა, რომელიც ხელს შეუწყობს სამხრეთ-აღმოსავლეთ მექსიკის რაიონების და ცენტრალური ამერიკის ქვეყნების განვითარებას და კეთილდღეობას.”


ობრადორი ასევე ამბობს, რომ იმედი აქვს ორი ქვეყანა ერთად იმუშავებს იმისთვის, რომ “მექსიკიდან და მექსიკის გავლით შეერთებული შტატებისკენ მიმართულ მიგრაციულ დინებებს საბოლოო გადაწყვეტა მოუძებნონ.”

Facebook Forum

XS
SM
MD
LG