შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი და შიდა უსაფრთხოების მდივანი ჯონ კელი დრეს მექსიკის პრეზიდენტ ენრიკე პენა ნიეტოს და მისი კაბინეტის წევრებს ხვდებიან. როგორც მოელიან, ეს იმ მაღალი დონის შეხვედრების სერიიდან პირველი იქნება, რომელიც ყურადღებას ნარკოტიკების კონტრაბანდაზე, ვაჭრობის საკითხებზე და იმიგრაციაზე გაამახვილებს.
პრეზიდენტ დონალდ ტრამპის კაბინეტის ორი საკვანძო წევრი იმედოვნებს, რომ მექსიკის მიმართ შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის პოლიტიკით გამოწვეულ შეშფოთებას და გაღიზიანებას შეარბილებს.
თეთრი სახლის პრეს მდივანმა სპაისერმა, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას „ჯანსაღი და მყარი“ უწოდა.