ვაშინგტონი —
ბარაკ ობამასა და ანგელა მერკელის შეხვედრა, ევროკავშირისა და ამერიკის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ბოლო რაუნდის შემდეგ, რამდენიმე დღეში შედგა.
ამერიკის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ თუ რუსეთის ხელისუფლება გააგრძელებს აღმოსავლეთ უკრაინის დესტაბილიზაციას, აშშ და ევროკავშირი დამატებით ზომებს, მათ შორის დიპლომატიურ და ეკონომიკურ სანქციებს განახორციელებენ.
ანგელა მერკელმა ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ ამ ზომების მიღება არც გერმანიას და არც ამერიკის შეერთებულ შტატებს არ სურთ, თუმცა რუსეთის მიერ სიტუაციის ანალოგიურად გაგრძელების შემთხვევაში, ეს გარდაუვალი იქნება. მან დასძინა, რომ ის, თუ რა რეაქცია გაკეთდება, დამოკიდებული იქნება თუ მოქმედების რა გზას აირჩევს რუსეთი.
ამერიკელმა ლიდერმა, ამასთან აღნიშნა, რომ უკრაინის მთავრობამ საკუთარ თავზე აღებული ვალდებულებები შეასრულა და რომ რუსეთიც ასევე უნდა მოიქცეს.
მიუხედავად ძლიერი პოზიციის დაფიქსირებისა, მერკელს და სხვა ევროპელ ლიდერებს საკუთარ ქვეყნებში უწევთ გადალახონ ზეწოლა, რომ შიდა ეკონომიკური ინტერესების საზიანოდ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები არ იქნას მიღებული.