ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დიდი ქალაქების საერთო პრობლემა


მეცნიერებმა კალიფორნიის მედია ანძებზე და ცათამბჯენების სახურავებზე 16 სენსორული მოწყობილება დადგეს

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:02:33 0:00
ბმული

18 მილიონი ადამიანით დასახლებულმა მეგა ქალაქმა- ლოს ანჯელესმა სახელი არა მარტო ჰოლივუდით, არამედ გამონაბოლქვით და ჰაერის დაბინძურების მაღალი მაჩვენებლითაც გაითქვა.

ნასას ლაბორატორიის მეცნიერი რილი დიურენი აცხადებს, რომ ნახშირორჟანგის და მეთანის გაზის შემცველი დაბინძურებული ჰაერი მარტო ლოს ანჯელესის მოსახლეობას არ ემუქრება:

„რამდენიმე კვირის განმავლობაში გაზები ერთმანეთს ერევა და ატმოსფეროში იფანტება. ამიტომ ჰაერი მხოლოდ ლოს ანჯელესში არ ბინძურდება.“

დიურენის თქმით, მეცნიერთა ჯგუფი მეგა ქალაქების ნახშირორჟანგის პროექტში სხვა ქალაქებთან ერთად ლოს ანჯელესს და პარიზს აკვირდება. პროექტის მიზანია, ჰაერში სათბური გაზების რაოდენობა გაზომოს და დამაბინძურებლების წინააღმდეგ გარემოს დამცველთა პოლიტიკა გააკონტროლოს. პროექტის მესვეურებმა სამხრეთ კალიფორნიის მედია ანძებზე და ცათამბჯენების სახურავებზე 16 სენსორული მოწყობილება დადგეს, რომლებიც ქალაქებში ჰაერის დაბინძურებას ამოწმებენ.

მეცნიერები ასევე იყენებენ დისტანციურ სენსორებს, რითაც ჰაერის მონიტორინგი შორი მანძილიდანაც ხორციელდება. ეს სენსორები თვითმფრინავებსა და სატელიტზე მონტაჟდება, რისი დახმარებით ჰაერის ხარისხის ცვალებადობა იზომება და მეცნიერებს ნახშირორჟანგის და მეთანის აღმოჩენა შეუძლიათ.

ერთერთი ასეთი სენსორი კალიფორნიაში ვილსონის მთაზე მდებარე ობსერვატორიის თავზეც დამონტაჟდა. ამ ობსერვატორიიდან აკვირდებოდნენ ცას და ვარსკვლავებს ედვინ ჰაბლი და ალბერტ აინშტაინი. ნასას თანამშრომელი სტან სანდერი ამბობს:

„სენსორი პირდაპირ ლოს ანჯელესს გადმოჰყურებს და ჰაერის დაბინძურების დონეს აკონტროლებს. ჩვენ გვინდა, რომ ამ მაგალითს სხვა ქალაქებმაც მიბაძონ და ჰაერში ემისიები გაზომონ.“

დიურენს მიაჩნია, რომ ნახშირორჟანგის გაზომვა და კონტროლი სხვა ქალაქებშიც სასწრაფო რეჟიმით უნდა დაიწყოს. დღესდღეობით მსოფლიოში 40 დიდ ქალაქს აქვს ნახშირორჟანგით ჰაერის დაბინძურების მაღალი დონე და უმეტესობა მათგანი ჩინეთსა და შეერთებულ შტატებში მდებარეობს. თუმცა განვითარებული ქვეყნები ამ პრობლემას გამუდმებით ებრძვიან:

„სამხრეთ ამერიკაში, აზიასა და აფრიკაში ქალაქები დიდი სისწრაფით იზრდებიან, რაც ურბანიზაციამ და ეკონომიკის განვითარებამ გამოიწვია.“

დიურენის თქმით, სულ მალე ამ ქვეყნების ქალაქებიც ჩაეწერებიან კლიმატური ცვლილებების გამომწვევ ქალაქთა სიაში. ამის მიზეზი კი ჰაერის დაბინძურების მიმართ გაუფრთხილებლობა იქნება.
XS
SM
MD
LG