ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მედია და განვითარება: კრიტიკულ კავშირზე ექსპერტები მიუთითებენ


მედიის თავისუფლების წლევანდელი თარიღი ქვეყნების განვითარებისთვის მედიის მნიშვნელობაზე აქეთებს აქცენტს.
გაეროს უკანასკნელ ანგარიშში, რომელიც პოსტ 2015 წლის განვითარებას ეხება, გლობალური სააგენტო აცხადებს, რომ თავისუფალი და დამოუკიდებელი საინფორმაციო მედია კარგი მმართველობის და გამჭვირვალობის ხელშესაწყობად მნიშვნელოვანი ფაქტორია. მარკ ნელსონი, რომელიც მედიის დახმარების საერთაშორისო ცენტრს წარმოადგენს, ამბობს, რომ მედია, განვითარების კრიტიკული ფაქტორია:

"ეკონომიკის გააქტიურებასთან და გართულებასთან ერთად, საჭირო ხდება ის ინფორმაცია, რომელიც ადამიანებს ყოველდღიური გადაწყვეტილებების მიღებასა და არჩევანის გაკეთებას გაუადვილებს. ინფორმაციას კრიტიკული როლი ეკისრება, და თუკი ეს ზუსტი ინფორმაციაა, შანსი იმისა, რომ სწორი გადაწყვეტილებები გატარდება იზრდება."

ნელსონის თქმით, ფაქტები ადასტურებს იმასაც, რომ თავისუფალი მედია სიღარიბის აღმოფხვრას უწყობს ხელს.

მას მაგალითად მოჰყავს ნიგერში არსებული რადიო პროგრამა, რომელშიც სანიტარული პირობების მნიშვნელობის შესახებ საუბრობენ

"აღნიშნული რადიო პროგრამები, სხვადასხვა დაავადების შემცირების და გავრცელების წინააღმდეგ მუშაობს. ჯანმრთელი ადამიანი მუშაობს და ეკონომიკის გაჯანსაღებას ეხმარება, ამით ის სიღარიბესაც აღწევს თავს."

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი ბოლო ორი კვირაა მსოფლიოში ჟურნალისტთა ბედზე აკეთებს აქცენტს, განსაკუთრებით იმათზე, რომლებიც დატყვევებული ან საქმიანობაში შეზღუდულები არიან. სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის თანაშემწე მარი ჰარფი ამერიკის ხმას ეუბნება, რომ საკუთარი აზრის გამოხატვა და დიალოგი სახელმწიფო მოწყობაზე, საბოლოო ჯამში უკეთეს მთავრობას შექმნის.

"თუკი არსებობს მოქალაქეებისთვის იმის საშუალება, რომ მათ ხმა აიმაღლონ და თქვან, რომ მთავრობა არასათანადოდ ექცევა მოქალაქეებს, არ აძლევს მათ ეკონომიკურ შესაძლებლობებს, და არ იჩენს სრულ პასუხისმგებლობას ქვეყნის წინაშე, ეს ანგარიშვალდებულობის გარანტია გახდება."

მედიის სხვადასხვა სფეროების რეფორმირებაზე განვითარებად მსოფლიოში მსოფლიო ბანკის ინსტიტუტი მილიონობით დოლარს ხარჯავს. ჯეფ თინდვა, რომელიც ბანკის სოციალური ანგარიშვალდებულების მენეჯერია, ჟურნალისტატთვის ინფორმაციის ღიაობის ტრეინინგ-ცენტრზე საუბრობს.

"ეს არის პროგრამა, რომელიც ჟურნალისტებს და სამოქალაქო ლიდერებს საბიუჯეტო ინფორმაციის, და სახელმწიფო დანახარჯების მოძიებას ასწავლის. ასევე, მათ წვრთნის მიღებული რესურსების გადამუშავებასა და კრიტიკული კითხვების დასმაში. პირდაპირი კავშირია მთავრობის ღიაობასა და ძლიერ მედიას, გამჭვირვალეობასა და განვითარებას შორის."

თვინდა ამბობს, რომ მედიას საგრძნობი როლი მიუძღვის იმაში თუ როგორ მუშაობს მთავრობა.

"მედიას შეუძლია ანგარიშვალდებულების მონიტორინგი, კორუფციის შემცირება , ჩართული და ინფორმირებული საზოგადოების უზრუნველყოფა."

ხშირად, სწორედ მედიის საშუალებით ხდება კომპლექსური ინფორაციის გაშიფვრა და საზოგადოებამდე მიტანა.
XS
SM
MD
LG