ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მიტჩ მაკკონელი სენატში რესპუბლიკური პარტიის ლიდერის პოსტს დატოვებს


82 წლის მიტჩ მაკკონელი, რომელიც სენატში 17 წლის განმავლობაში რესპუბლიკური პატიიდან წამყვანი სენატორის როლს იკავებდა, პოსტს 2024 წლის ნოემბერში დატოვებს. მედიას და საზოგადოებას მიღებული გადაწყვეტილება მან თავად კონგრესის შენობიდან გააცნო.

„გასულ კვირას 82 წლის გავხდი. ჩვემი წვლილის დასასრული იმაზე ახლოს არის ვიდრე მე მირჩევნია. დრო დაუმარცხებელი რჩება“,- თქვა სენატის დარბაზში მიტჩ მაკკონელმა და აღნიშნა, რომ ახლა, ახალი თაობის დროა. ვინ იქნება მისი შემცვლელი ამ ეტაპზე უცნობია, სავარაუდოდ მაკკონელი თანამდებობას, ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების წინ დატოვებს.

მიტჩ მაკკონელის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით გარკვეული შეშფოთება არსებობდა, მას მედიასთან საუბრის დროს ორი ეპიზოდი ჰქონდა, როცა ის ლაპარაკის დროს უეცრად გაჩუმდა. თუმცა ექიმებმა თქვეს, რომ მაკკონელს შეეძლო საკუთარი საქმე გაეგრძელებინა.

კენტუკის შტატიდან, რესპუბლიკელი სენატორის ამ გადაწყვეტილებამ შესაძლოა რესპუბლიკურ პარტიაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს. მაკკონელის ამ გადაწყვეტილებამდე რესპუბლიკური პარტიის ლიდერის თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება გააკეთა რონა მაკდანიელმაც.

რესპუბლიკური პარტიის ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარემ გადადგომამდე თქვა, რომ მასზე ზეწოლა დონალდ ტრამპის მხრიდან ხდებოდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG