ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯიმ მატისი ტოკიოში ჩავიდა


შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი ჯიმ მატისი იაპონიაში ჩავიდა. ის დღეს ტოკიოში იაპონიის თავდაცვის მინისტრს, ისუნორი ონოდერას შეხვდა. მხარეებმა აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში შექმნილ ვითარებაზე და ჩრდილოეთ კორეასთან დაკავშირებულ, ბირთვული განიარაღების საკითხებზე ისაუბრეს.

ჯიმ მატისმა თავის კოლეგას რეგიონში შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით, თავისი შეშფოთება გაუზიარა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის სახელით, შეერთებული შტატების მიერ აღებული ვალდებულებებისადმი ერთგულება აღუთქვა.

ონოდერამ მოგვიანებით განაცხადა, რომ ამერიკა იაპონიასთან ერთად ერთობლივი სამხედრო წვრთნების ჩატარებაზე თანახმაა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG