ბანგლადეშის დედაქალაქში, პოლიციის თქმით, მათ გასულ წელს, დკაში სისხლიან თავდასხმაში ეჭვმიტანილი მოკლეს. ნურულ ისლამ მარჯანი ოფიციალური პირების თქმით, თავდასხმის მთავარი ორგანიზატორი იყო.
გასულის წლის ივლისში დკას კაფეში 20 ადამიანი მძევლად აიყვანეს და სიცოცხლეს გამოასალმეს, მათ შორის იყვნენ ტურისტებიც. პოლიციის თქმით, მათ ასევე მოახერხეს მეორე ეჭვმიტანილის განეიტრალება, თუმცა მისი ვინაობა ჯერ არ სახელდება. მაშინ როდესაც, ისლამურმა სახელმწიფომ მომხდარზე პასუხისმგებლობა აიღო, ბანგლადეშის თქმით, თავდამსხმელები ბანგლადეშის ადგილობრივი ტერორისტული ორგანიზაციის ჯამაატ-ალ-მუჯაჰედინის წევრები იყვნენ.