ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მარიხუანას ლეგალიზაცია


მცირდება თუ არა აკრძალვის შედეგად კანაფის მოხმარება?

კოლორადოსა და ვაშინგტონის შტატებში ზრდასრულების მიერ რეკრეაციის მიზნით კანაფის მოხმარება და რეალიზაცია დაკანონდა. მარიხუანას ლეგალიზაციის მხარდამჭერებისთვის ისტორიული მომენტი დადგა, მაგრამ ის პირდაპირ კონფლიქტში მოდის ფედერალურ კანონთან, რომლის იურისდიქციაც მთელი ამერიკის მასშტაბით ვრცელდება.

„კოლორადოსა და ვაშინგტონის მოსახლეობამ საკითხის გადაწყვეტა საკუთარ თავზე აიღო. ისინი აცნობიერებენ, რომ აკრძალვის შედეგად კანაფის მოხმარება არ მცირდება,“ - ამბობს მარიხუანას პოლიტიკის პროექტის დირექტორი, მორგან ფოქსი.

კანაფის ლეგალიზების მომხრეები ამბობენ, რომ მიუხედავად მკაცრი აკრძალვისა, ამ ნარკოტიკის მოხმარებას უამრავი ადამიანი აგრძელებს, რაც სახელმწიფოს ძვირი უჯდება. გამოძიების ფედერალური ბიუროს განცხადებით, ამერიკაში ყოველწლიურად 750 ათას ადამიანს აპატიმრებენ კანაფის უკანონო შენახვისთვის, რაც ქვეყანას 40 მილიარდი დოლარი უჯდება.

ჯასმინ ტეილერი ნარკოტიკების პოლიტიკის ალიანსის დირექტორია. ის მარიხუანას აკრძალვას 1920-იან წლებში დაწესებულ მშრალ კანონს ადარებს.

„ხალხი ზუსტად იგივე სიხარულს გამოხატავს, როგორიც ალკოჰოლის აკრძალვის გაუქმების შემდეგ გამოხატეს. ყველა ხვდებოდა, რომ „მშრალ კანონს“ უფრო მეტი ზიანი მოჰქონდა საზოგადოებისთვის და არაეფექტური იყო.“

იუსტიციის დეპარტამენტს კონკრეტულად კოლორადოსა და ვაშინგტონში რეფერენდუმის შედეგად დაკანონებულ კანაფზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. თუმცა, ერთ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ფედერალური კანონის დაცვა უცვლელად გაგრძელდება.

ექსპერტები აცხადებენ, რომ ფედერალური კანონის დაცვა ობამას მიერ უცნაური იქნება. კოლორადოში მარიხუანას ლეგალიზებას უფრო მეტმა ადამიანმა მისცა ხმა, ვიდრე პრეზიდენტ ობამას. გარდა ამისა, გამოკითხვები აჩვენებს, რომ ამერიკების უმრავლესობას კანაფის ლეგალიზება სურს.

„გამოკითხვები უპრეცედენტოდ მაღალ შედეგებს აჩვენებს. უკანასკნელი 10 წლის მანძილზე საკითხს განსაკუთრებით ემატება მხარდამჭერები. საქმე იქამდეა მისული, რომ ამ თემას იგნორირებას ვეღარ გავუკეთებთ.“

ამერიკელი სამართალდამცავები ამბობენ, რომ კანაფის ლეგალიზაციის მხარდამჭერთა გამარჯვება მოკლევადიანია. ობამას ადმინისტრაცია ამ საკითხს ან საკანონმდებლო ინიციატივით დაბლოკავს ან უზენაეს სასამართლოში სარჩელს შეიტანს.
XS
SM
MD
LG