ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ახალი მოწმე მენინგის საქმეში


მოწმე ფლობს ციფრულ ინფორმაციას, რომელიც ადასტურებს, რომ ბინ ლადენს მენინგის მიერ ვიკილიკსისთვის გადაგზავნილი დოკუმენტები ჰქონდა

სამხედრო მოსამართლის განცხადებით, ოსამა ბინ ლადენის განადგურებაში მონაწილე ერთერთი სამხედრო ბრედლი მენინგი სასამართლო პროცესზე დაიკითხება. მენინგი შეერთებული შტატების საიდუმლო ინფორმაციების გამჟღავნებაშია ეჭვმიტანილი.

მთავრობის განცხადებით, მოწმე ფლობს ციფრულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ ბინ ლადენს მენინგის მიერ ვიკილიკსისთვის გადაგზავნილი დოკუმენტები ხელთ ჰქონდა.

მოსამართლე მოითხოვს, პროკურორებმა წარმოადგინონ მტკიცებულება, რომლის მიხედვითაც მენინგი მხილებული იქნება დანაშაულში, რაც მტრისთვის კონფიდენციალური ინფორმაციის მიწოდებას ნიშნავს. მენინგს ამ დოკუმენტებზე ხელი მიუწვდებოდა 2009-2010 წლებში, როდესაც დაზვერვის ანალიტიკოსად მუშაობდა ბაღდადში.
XS
SM
MD
LG