ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"საიდუმლოს გამცემი" სასამართლოს წინაშე წარსდგა


"საიდუმლოს გამცემი" სასამართლოს წინაშე წარსდგა
"საიდუმლოს გამცემი" სასამართლოს წინაშე წარსდგა

მენინგის მხარდასაჭერად მის სამხედრო ბაზაზე სასამართლო პროცესის დაწყების დროს ჯარისკაცები შეიკრიბნენ და საკუთარი პოზიცია დააფიქსირეს.

ამერიკის არმიის ჯარისკაცი, რომელმაც სკანდალურ ვებ გვერდ “ვიკილიქსს” ათასობით საიდუმლო დოკუმენტი გადასცა, პარასკევს პირველად წარსდგა სასამართლოს წინაშე. წინა-სასამართლო მოსმენები სავარაუდოდ ხუთი დღე გაგრძელდება. პროკურატურა ითხოვს, რომ რიგითი ბრედლი მენინგის საქმე სამხედრო ტრიბუნალმა განიხილოს.

მენინგის მხარდასაჭერად მის სამხედრო ბაზაზე სასამართლო პროცესის დაწყების დროს ჯარისკაცები შეიკრიბნენ და საკუთარი პოზიცია დააფიქსირეს.

მენინგის მხარდამჭერები აცხადებენ, რომ მისი საქმე მხოლოდ საიდუმლო დოკუმენტების გამჟღავნებას არ უკავშირდება. მათი აზრით, მენინგს სასამართლოს დაწყებამდე სამართალდამცავი სისტემა უსამართლოდ ექცეოდა.

ბაზაზე გამართული დემონსტრაციის ერთ-ერთი მონაწილე დენ ჩოი აცხადებს, რომ თუ მენინგმა მართლა გააკეთა ის, რაშიც მას ბრალი ედება, მან ეს დანაშაული ალბათ იმიტომ ჩაიდინა, რომ გადადგმული ნაბიჯი სწორ გადაწყვეტილებად მიიჩნია.

მენინგის მიერ ვიკილიქსისთვის საიდუმლო და კონფიდენციალური დოკუმენტების გადაცემამ ამერიკის რეპუტაცია მთელი მსოფლიოს მასშტაბით შეარყია.

XS
SM
MD
LG