ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მანდელას დაკრძალვას ამერიკის 4 პრეზიდენტი დაესწრება


პრეზიდენტი ობამა ექსპრეზიდენტ ბუშთან, კლინტონთან და კარტერთან ერთად იოჰანესბურგში ჩავა

მსოფლიოს ლიდერები სამხრეთ აფრიკაში მიემგზავრებიან, სადაც სამშაბათს, ნელსონ მანდელას დაკრძალვაზე დასწრებას გეგმავენ. აპარტეიდის წინააღმდეგ მებრძოლი ლიდერი გასულ კვირას 95 წლის ასაკში გარდაიცვალა.

პრეზიდენტი ობამა ვაშინგტონიდან დღეს დილით გაფრინდა. მას თან მეუღლე - მიშელ ობამა, ექსპრეზიდენტი ჯორჯ ბუში და მისი მეუღლე, ლორა ბუში ახლავს. იოჰანესბურგში დაკრძალვაზე ჩასვლას ასევე გეგმავენ ექსპრეზიდენტები - ბილ კლინტონი და ჯიმი კარტერი. უფროსი ჯორჯ ბუშის სპიკერი აცხადებს, რომ ის მანდელას დაკრძალვას ვერ დაესწრება, რადგან 89 წლის ექსპრეზიდენტისთვის ხანგრძლივი ფრენა რეკომენდირებული არ არის. დაკრძალვას ასევე დაესწრებიან: გაეროს გენერალური მდივანი ბან კი-მუნი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ კამერონი, ირანის პრეზიდენტი ჰასან როჰანი, კუბის პრეზიდენტი რაულ კასტრო და მსოფლიოს სხვა ლიდერები.
XS
SM
MD
LG