ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნელსონ მანდელა თავს უკეთესად გრძნობს


ექიმების თქმით, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ყოფილი პრეზიდენტი ნელსონ მანდელა ორდღიანი ჰოსპიტალიზაციის შემდეგ საავადმყოფოდან გამოწერეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მანდელა საავადმყოფოში ფილტვების ინფექციის სიმპტომებით მიიყვანეს.

პრეზიდენტი ჯაკობ ზუმას აპარატის განცხადებით, 94 წლის მანდელა დილიდან კარგ განწყობაზე იყო.

მიუხედავად იმედისმომცემი განცხადებებისა, ბევრს მიაჩნია, რომ ყოფილი პრეზიდენტის, ნობელის პრემიის ლაურეატისა და ეროვნული გმირის ჯანმრთელობის მდგომარეობა თანდათან უარესდება.
XS
SM
MD
LG