ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მანდელა საავადმყოფოში გადაიყვანეს


ანალოგიური პრობლემა 94 წლის მანდელას დეკემბერშიც შეხვდა და მან საავადმყოფოში მაშინ სამ-კვირიანი კურსი ჩაიტარა

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ყოფილი პრეზიდენტი ნელსონ მანდელა ფილტვების ინფექციის გამო საავადმყოფოში მოათავსეს.

პრეზიდენტ ჯაკობ ზუმას ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მანდელას ფილტვის ინფექცია გაუმეორდა. ანალოგიური პრობლემა 94 წლის მანდელას დეკემბერშიც შეხვდა და მან საავადმყოფოში მაშინ სამ-კვირიანი კურსი ჩაიტარა.

შეგახსენებთ, რომ ნელსონ მანდელამ, აპარტეიდის წინააღმდეგ ბრძოლის დროს სამ ათეულ წელზე მეტი საპატიმროში გაატარა. გათავისუფლების შემდეგ ის სამხრეთ აფრიკის დემოკრატიულ მმართველობაზე მშვიდობიანი გარდამავალი პერიოდის სიმბოლო გახდა. მანდელა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკას 1994 წელს ჩაუდგა სათავეში.
XS
SM
MD
LG