ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გამოძიება მანაფორტს მოწმეებზე ზემოქმედებაში ადანაშაულებს


პოლ მანაფორტი

სპეციალური გამომძიებლის, რობერტ მალერის პროკურორები დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო კამპანიის ყოფილ მენეჯერს, პოლ მანაფორტს მოწმეებზე ზემოქმედებაში სდებენ ბრალს. პროკურორების განცხადებით, მანაფორტის დამნაშავეობრივ საქმიანობასთან დაკავშირებით დაკითხულ მოწმეებზე ზეწოლა მისი მხრიდან არაერთხელ მოხდა, მათ შორის ამ წლის თებერვალში.

პოლ მანაფორტმა მალერის გამოძიებაში, რომელიც 2016 წლის არჩევნებზე ტრამპის საპრეზიდენტო კამპანიის რუსეთთან კავშირებს არკვევს, ბრალი უკვე აღიარა და ის შინაპატიმრობაში იმყოფება. გამოძიება ამ ეტაპზე არ ამხელს იმ მოწმეთა ვინაობას, რომლებზე ზეწოლასაც ჰქონდა ადგილი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG