ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკა მალის აღარ დაეხმარება


თუ დასავლეთ აფრიკის ქვეყანაში დემოკრატია აღდგება, ამერიკა მალის კვლავ დაეხმარება

მალიში ვიზიტით ჩასული ამერიკის კონგრესის დელეგაცია აცხადებს, რომ ქვეყანაში არჩევნების ჩატარების შემდეგ, შეერთებული შტატები მალის სამხედრო შეიარაღებას უფრო მეტ დახმარებას გაუწევს.

ორშაბათს ბამაკოში კონგრესის დელეგაციის ხელმძღვანელმა სენატორმა ქრისტოფერ კუნსმა ჟურნალისტებთან აღნიშნაა, რომ ამ ეტაპზე შეერთებული შტატები მალის სამხედრო დახმარებას შეუჩერებს. თუმცა, როგორც კი დასავლეთ აფრიკის ქვეყანაში დემოკრატია აღდგება, ამერიკა მალის შეიარაღებას გააგრძელებს.

კუნსის განცხადებით, ამერიკის კანონმდებლობა მალის შეიარაღების დახმარებას კანონით კრძალავს და ამის მიზეზი ის სამხედრო გადატრიალებაა, რომელმაც გასულ წელს კანონიერად არჩეული მთავრობა დაამხო.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG