ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საფრანგეთმა მალიში სახმელეთო ოპერაცია დაიწყო


საფრანგეთის ძალები დედაქალაქიდან ჩრდილოეთით მიემართებიან

საფრანგეთის სამხედრო ძალებმა სახმელეთო ოპერაცია დაიწყეს. მათი პირველი სამიზნე ქალაქი ნიონოა, რომელიც კვირის დასაწყისში ისლამისტმა ამბოხებულებმა დაიკავეს.

აღსანიშნავია, რომ ქალაქი ქვეყნის სამხრეთში მდებარეობს, მაშინ როდესაც აჯანყებულები ჩრდილოეთ ნაწილს აკონტროლებენ.

საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა ჟან-ივ დე დრიანმა განაცხადა, რომ მალიში ბრძოლები ხანგრძლივი იქნება და საფრანგეთის ძალები დედაქალაქიდან ჩრდილოეთით მიემართებიან.
XS
SM
MD
LG