ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავიალაინერის კვალის ძებნა გრძელდება


მალაიზიის მთავრობამ თანამგზავრიდან მიღებული ის დაუმუშავებელი მონაცემები გამოაქვეყნა, რომელიც გაუჩინარებული მალაიზიური ლაინერის ავარიის შესაძლო ადგილმდებარეობის დასადგენად იყო გამოყენებული.

ეს 45 გვერდიანი დოკუმენტი, ლაინერსა და ბრიტანულ სატელეკომუნიკაციო თანამგზავრ „ინმარსატ“-ს შორის კომუნიკაციის რთულ ანგარიშს შეიცავს.

ლაინერის დაკარგვიდან სამი თვის შემდეგ, ამ რეგიონში მასიური, მრავალეროვნული ძებნის შემდეგაც თვითმფრინავის კვალს ვერ მიაგნეს და 239 მგზავრის ოჯახის წევრებიდან ბევრს სურს, რომ მონაცემები დამოუკიდებელმა ანალიტიკოსებმა შეისწავლონ.

თვითმფრინავი, უბედურების სიგნალის გადაცემის გარეშე, 8 მარტს გაუჩინარდა. რეისი კუალა-ლუმპურიდან პეკინის მიმართულებით სრულდებოდა.
XS
SM
MD
LG