ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მალაიზიის პრემიერმა ფიცი დადო


ოპოზიციის ლიდერმა ანვარ იბრაჰიმმა განაცხადა, რომ არჩევნების შედეგები არალეგიტიმურია

მალაიზიის პრემიერ-მინისტრმა ნაჯიბ რაზაკმა მისი კოალიციის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ფიცი დადო.

ფიცის დადების დღეს მალაიზიის ოპოზიციის ლიდერმა ანვარ იბრაჰიმმა განაცხადა, რომ არჩევნების შედეგები არალეგიტიმურია, რადგან არჩევენების დროს ადგილი ჰქონდა უპრეცედენტო გაყალბებას.

კვირის არჩევნების საბოლოო შედეგების მიხედვით, პრემიერ მინისტრის ნაჯიბ რაზაკის ეროვნული ფრონტის კოალიციამ მალაიზიის პარლამენტის 222 ადგილიდან 133 მანდატი მოიპოვა, 89 ადგილი კი ოპოზიციის სამპარტიულ ალიანსს დარჩა.
XS
SM
MD
LG