ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მალაიზიის პრემიერმა პარლამენტი დაითხოვა


ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, მალაიზიის ეკონომიკამ უდიდესი ცვლილებები განიცადა

მალაიზიის პრემიერ მინისტრმა ნაჯიბ რაზაკმა ქვეყნის პარლამენტი დაითხოვა და დანიშნა ახალი არჩევნები, რომელმაც შესაძლოა კონკურენცია გაუწიოს მის მმართველ კოალიციას. რაზაკის კოალიცია მალაიზიას ექვსი ათწლეულია უძღვება.

ტელევიზიით გამოსვლისას, პრემიერმა ნაციონალური ეროვნული ფრონტის წარმატებებზე ილაპარაკა და აღნიშნა, რომ არჩევნები მმართველ ძალას ხელახალ მანდატს მიანიჭებს.

პრემიერ მინისტრის განცხადებით, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, მალაიზიის ეკონომიკამ უდიდესი ცვლილებები განიცადა. პოლიტიკურ და სოციალურ საკითხებში კი ასევე დიდი ტრანსფორმაციული წინსვლა განახორციელა, რამაც მოსახლეობაზე დადებითი გავლენა იქონია.

ანალიტიკოსები მომავალ არჩევნებში წარმატებას ყოფილ პრემიერ ანვარ იბრაჰიმს უწინასწარმეტყველებენ. სამი პარტიისგან დაკომპლექტებულმა კოალიციამ სწორედ ანვარის ხელმძღვანელობით 2008 წელს საპარლამენტო მანდატების უპრეცედენტო რაოდენობა მოიპოვა.
XS
SM
MD
LG