ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მალაიზიის პოლიცია მომიტინგეებს დააპატიმრებს


ოპოზიციის ლიდერი, ანვარ იბრაჰიმი მალაიზიის პოლიციის გაფრთხილებას დაპატიმრების შესახებ არადემოკრატიულად მიიჩნევს

პოლიცია მალაიზიაში დღეს დაგეგმილი მიტინგის მონაწილეებს დაპატიმრებით ემუქრება. საპროტესტო აქციები არჩევნების შედეგების გამოცხადებისთანავე დაიწყო. ოპოზიცია ამტკიცებს, რომ არჩევნებზე მასობრივ გაყალბებებებს ჰქონდა ადგილი.

ეროვნული პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ისმაილ ომარი აცხადებს, რომ ოთხშაბათს საღამოს დანიშნული აქცია არალეგალურია, რადგან ოპოზიციას ნებართვის ასაღებად მთავრობისთვის ოფიციალურად არ მიუმართავს. ოპოზიციის ლიდერი, ყოფილი პრემიერის მოადგილე, ანვარ იბრაჰიმი პოლიციელთა განცხადებას არადემოკრატიულად, სიტყვის და შეკრების თავისუფლების შეზღუდვად მიიჩნევს. ის მალაიზიელებს მოუწოდებს მუქარის მიუხედავად კუალა ლუმპურის ცენტრალურ სტადიონზე შეიკრიბონ და პროტესტის ნიშნად შავი ფერის ტანისამოსი ატარონ.
XS
SM
MD
LG