ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მადურო ქვეყნის საზღვრების ჩაკეტვას გეგმავს


ვენესუელის პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ დღეს თქვა, რომ კოლუმბიასთან ქვეყნის საზღვრის ჩაკეტვის საკითხს განიხილავს. ბრაზილიასთან კი საზღვარს ნამდვილად გადაკეტავს. მადურომ განცხადება სატელევიზიო ინტერვიუში მას შემდეგ გააკეთა, რაც ოპოზიციის ლიდერები ხუან გუაიდოს მეთაურობით, საზღვრისკენ დაიძრნენ, რათა ჰუმანიტარული ტვირთის შემოშვებისთვის ეშუამდგომლათ.

ვენესუელის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე ხუან გუაიდო, რომელსაც დასავლეთის ბევრი ქვეყანა ქვეყნის გარდამავალ ლიდერად მიიჩნევს, მომხრეებთან ერთად, კარაკასიდან კოლუმბიის საზღვრისკენ ავტობუსებით დაიძრა. მას სურს, საზღვართან გაჩერებული ჰუმანიტარული ტვირთის კოლონა ვენესუელაში შეუშვას. გუაიდო აცხადებს, რომ დახმარებას ქვეყანაში 23 თებერვლამდე შემოიტანს.

ამერიკის შეერთებული შტატებიდან კოლუმბიაში გაგზავნილი საკვები და მედიკამენტები ვენესუელის საზღვრის მიმდებარე საწყობებშია განთავსებული. ნიკოლას მადურო ამერიკის დახმარებაზე უარს აცხადებს და ვაშინგტონს ბრალს სდებს ქვეყნის მთავრობის დამხობის მცდელობაში.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG