ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მადრიდი კარანტინის ზომებს პარასკევიდან გაამკაცრებს


ესპანეთი კოვიდ-19-ის საკარანტინო ზომებს ამკაცრებს. დღეს ცნობილი გახდა, რომ კარანტინის შეზღუდვები ცალკეულ ადგილებზე ძალაში პარასკევს შევა.

პანდემიით ყველაზე უფრო დაზარალებულად ახლა მადრიდი და მისი მიმდებარე ტერიტორია ითვლება. დედაქალაქზე ახალი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების 1/3 მოდის. განსაკუთრებით რთული ვითარებაა მჭიდროდ დასახლებულ დაბალშემოსავლიან უბნებზე, ძირითადად - ქალაქის სამხრეთში.

"ზომებს ვიღებთ, მაგრამ ეს საკმარისი არ არის... არაფერი იმუშავებს, თუ პასუხისმგებლობას თითოეული ჩვენგანი არ გაიზიარებს" - თქვა ანტონიო ზაპატერომ, ესპანეთის დედაქალაქის კოვიდ-19-თან მებრძოლი ჯგუფის ხელმძღვანელმა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG