ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ინდოეთში, კორონავირუსის 100,000-მდე ახალი შემთხვევა დაფიქსირდა ერთ დღეში


ინდოეთში, ერთი დღის განმავლობაში, კორონავირუსის დადასტურებული 100,000-მდე შემთხვევა დაფიქსირდა. ქვეყანაში აცხადებენ, რომ გასული 24 საათის პერიოდში ვირუსის 96,551 შემთხვევაა გამოვლენილი. სულ, ინდოეთში ახალი კორონავირუსის 4,5 მილიონი შემთხვევაა დაფიქსირებული.

ვირუსის 6,4 მილიონი დადასტურებული შემთხვევით, ამერიკის შეერთებული შტატები მსოფლიოში ისევ პირველ ადგილზეა.

ამერიკაში კოვიდ 19-ის შემთხვევები "სულ უფრო იზრდება ახალგაზრდებში", ნათქვამია ჰარვარდის უნივერსიტეტის გამოქეყნებულ კვლევით სტატიაში. კვლევა მოიცავდა 18-დან 34 წლამდე ასაკის 3,222 ახალგაზრდას.

მსოფლიოში კოვიდ 19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება სხვა ქვეყნებშიც. ესპანეთი დასავლეთ ევროპაში ვირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობით პირველ ადგილს იკავებს. ქვეყანაში ინფიცირებულთა რიცხვმა ნახევარ მილიონს უკვე გადააჭარბა.

ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდას ელოდებიან სამხრეთ კორეაშიც. სახელმწიფოს მიდგომებს ექიმები არ ეთანხმებიან და პანდემიის პირობებში წამოწყებული პროტესტი პრობლემებს უქმნის ჯანდაცვის სისტემას უკეთესი ფუნქციონირებისათვის.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG