ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინის რეზოლუციის მხარდაჭერისთვის მადაგასკარში საგარეო საქმეთა მინისტრი მოხსნეს


რიჩარდ რანდრიამანდრატო, მადაგასკარის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი
რიჩარდ რანდრიამანდრატო, მადაგასკარის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი

მადაგასკარის პრეზიდენტმა ანდრი რაჯოელინამ სამსახურიდან დაითხოვა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი რიჩარდ რანდრიამანდრატო. საგარეო უწყების ხელმძღვანელის გადაყენების მიზეზი გახდა გაეროში იმ რეზოლუციის მხარდაჭერა, რომელმაც დაგმო რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში მოწყობილი რეფერენდუმები. ინფორმაცია საინფორმაციო სააგენტო "როიტერს" პრეზიდენტის ოფისის 2-მა წარმომადგენელმა დაუდასტურა.

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ კენჭისყრა გასულ ოთხშაბათს ჩაატარა და დაგმო რუსეთის მიერ უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიების "უკანონო ანექსიის მცდელობა". 193 წევრისგან შემდგარ ასამბლეაში 143-მა მხარი დაუჭირა უკრაინის სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ მთლიანობას. მათ შორის მადაგასკარიც იყო.

რუსეთის უკრაინაში შეჭრამ ზოგიერთი აფრიკული სახელმწიფო საგარეო პოლიტიკის მიმართულებით უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა. მათ ყოფილ საბჭოთა კავშირთან და ახლანდელ რუსეთთან, მნიშვნელოვანი პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირები აქვთ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG